“საქართველოს გერმანიასთან საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობები დამოუკიდებლობამდეც ჰქონდა; ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო, ადრე თუ გვიან, მოვა” – ვოლსკი

“საქართველოს გერმანიასთან საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობები დამოუკიდებლობამდეც ჰქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო, ადრე თუ გვიან, მოვა და ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ზიანი მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ხისტი ზომები მივიღოთ ელჩის მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

“აქ გვიკიჟინებენ, რომ ელჩი უნდა იქნეს გაწვეული და საერთოდ, ქვეყნიდან იქნეს გაყვანილი. ეს არის ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელიც აუცილებლად ჩვენ დაგვაზიანებს. ჯერ ერთი, გარანტია არ არის, რომ სხვა ელჩს თუ გამოგზავნიან, მას ექნება ნაკლებად არამეგობრული, თვისებები, საქციელი და მეორე – საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობას, თუნდაც დღესდღეობით პრობლემებით აღსავსეს, ვერ შევწირავთ ჩვენს ინტერესს. ისევ ვრჩებით ამ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ზოგს არ მოსწონს ეს სიტყვა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული ინტერესებისთვის ასე უკეთესია“, – განაცხადა  ვოლკსიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები