სეფაშვილი – ევროკავშირთან ურთიერთობაზე: მიუხედავად სიცრუისა, არასამართლიანი, უხეში, არამეგობრული დამოკიდებულებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში

„მიუხედავად სიცრუისა, არასამართლიანი, მკვეთრად უხეში, მკვეთრად არამეგობრული დამოკიდებულებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში”, – ამის შესახებ „EURO ანატომია“-ს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.

“ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ გვინდა, ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ევროპულ ყაიდაზე გადაწყობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თვითონ ევროკავშირი არ იქნება მზად ინტეგრაციისათვის.

მათი ხმამაღალი განცხადებები, რომ მოლდოვა და უკრაინა მზად არიან, მათ გავაწევრიანებთ და საქართველოს – არა, ეს ჯერჯერობით არის ცარიელი პოლიტიკური განცხადებები. ევროკავშირში გაწევრიანება ასე მარტივი არ არის და ჯერ თვითონ ევროკავშირი არ არის მზად ამ გაწევრიანებისთვის“, – აღნიშნა  სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები