ირაკლი ზარქუა – „ჰერტის სკოლის“ მიერ გახარიას დაქირავებაზე: ჩვენი პოლიტიკა გაჯერებულია აგენტურით

დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ჰერტის სკოლის“ მიერ გიორგი გახარიას დაქირავებას ეხმაურება.

მისი თქმით, შეუძლებელია, უცხო ქვეყნის მთავრობა, მათ შორის, გერმანიის ასაქმებდეს ადამიანს, რომელიც იძებნება

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა გაჯერებულია აგენტურით. შეუძლებელია, უცხო ქვეყნის მთავრობა, მათ შორის, გერმანიის ასაქმებდეს ადამიანს, რომელიც იძებნება და რომლისთვისაც ბრალია წაყენებული. ეს პირდაპირ მიუთითებს, რაზეც ჩვენ, მთელ საზოგადოებას გონივრული ეჭვი გვქონდა, რომ ის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდა და ეს შეიმჩნეოდა მის ქმედებებში, მათ შორის ჩორჩანას ნაწილში“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პარტნიორებმა გიორგი გახარია დაასაქმეს. ის „ჰერტის სკოლის“ თანამშრომელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები