ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2-6 დეკემბერს გაიმართება

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2-6 დეკემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამა ასეთია:
2 დეკემბერი, 19:00 საათი – ფესტივალის გახსნა, ლეგენდარული ანსამბლ „ბათუმის“ საიუბილეო გალა კონცერტით;
3 დეკემბერი, 19:00 საათი – იაპონელი პიანისტ უსუი ტოშიკის სოლო კონცერტი;
4 დეკემბერი, 19:00 საათი – ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის „საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია” პრეზენტაცია და მუსიკალური პერფორმანსი;
5 დეკემბერი, 17:00 საათი – ვუნდერკინდი ემირატებიდან – პიანისტ აჰმედ ალ ჰაშენის სოლო კონცერტი (დახურული ღონისძიება);
5 დეკემბერი, 19:00 საათი – საერთაშორისო კონკურსის French Riviera გრანპრის მფლობელის სოლო კონცერტი (დახურული ღონისძიება);
6 დეკემბერი, 19:00 საათი – გრანდიოზული დასკვნითი საღამო – ლეგენდარული „ქართული ხმები“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები