თეა წულუკიანი: ელდარ მდინარაძე იყო ჩვენი თაობისთვის მისაბაძი ქართველი და ღვაწლმოსილი ადამიანი

„ელდარ მდინარაძე იყო ჩვენი თაობისთვის მისაბაძი ქართველი და ღვაწლმოსილი ადამიანი. ის იყო ადამიანი, რომელიც რჩევით თუ სხვა თავისი ქცევით გვეიმედებოდა,“ – ასე იხსენებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, კინორეჟისორს ელდარ მდინარაძეს.

„ის იყო ყველა მასზე უმცროსი ადამიანის საყრდენი, განურჩევლად პროფესიისა და დარგისა. დღეს ჩვენ დამწუხრებულები, მადლიერებით ვემშვიდობებით მას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ელდარ მდინარაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე 11 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები