გიორგი ვოლსკი – “კოალიცია ცვლილებებისთვის” წერილზე: ვერ განვითარდა რევოლუცია და ახლა ერთადერთი, რა პერსპექტივაც შეიძლება ჰქონდეს მათ გადარჩენას, არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება

“ვერ განვითარდა რევოლუცია და ახლა ერთადერთი, რა პერსპექტივაც შეიძლება ჰქონდეს მათ გადარჩენას, არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების საერთაშორისო პარტნიორებისთვის ღია წერილის გაგზავნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ყოფნით უტიფრობა და მიმართავენ აშშ-ის ადმინისტრაციასაც, რომლის ხელმძღვანელს სულ ახლახან უწოდებდნენ რუსეთის აგენტს.

“ვერ განვითარდა რევოლუცია და ახლა ერთადერთი, რა პერსპექტივაც შეიძლება ჰქონდეს მათ გადარჩენას, არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება. ვერ დააზიანეს ეკონომიკა, ლარის კურსი, სხვადასხვა მიმართულებები, რაზედაც პატარა საქართველო დგას, ვერ ჩაკეტეს შუა დერეფანი, აქედან გამომდინარე, ახალი სტრატეგიაა საჭირო და ამ ახალი სტრატეგიის გატარებისკენ მოუწოდებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს ნაწილი ახლა, თუმცა ეს საერთო აზრია.

კიდევ ყოფნით უტიფრობა და მიმართავენ აშშ-ის ადმინისტრაციასაც, რომლის ხელმძღვანელს სულ ახლახან უწოდებდნენ რუსეთის აგენტს.
ორმაგ სტანდარტზეც არ არის აქ ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმ მზაკვრულ გეგმაზე, რომელიც ჰქონდათ, რომელიც ვერ შეასრულეს, მიუხედავად უშველებელი ტანისა, რომელიც ამ გეგმის შესასრულებლად დაიხარჯა და დღეს მიმართავენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ ბრიუსელს და ვაშინგტონს,” – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართავს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, დაუწესონ პერსონალური სანქციები ივანიშვილს, კობახიძესა და სხვა ოფიციალურ პირებს და მიიღონ „MEGOBARI აქტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები