ნიკოლოზ ჩხეიძე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე: ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული საქართველოს მომავალი განვითარების ვექტორი, – ჩვენი “დღევანდელი ყარა-ყორუმი” დღეს სწორედ აქაა, შეერთებულ შტატებში

ასოციაცია “თვისტომის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე, აშშ-ში ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არჩევნები ისტორიულია ,ვინაიდან იგი გადასწყვეტს არამარტო შეერთებული შტატების მომავალს, არამედ მსოფლიო განვითარების ვექტორსა და ტენდენციებს.

როგორც ჩხეიძე წერს, “ჩვენი “დღევანდელი ყარა-ყორუმი” დღეს სწორედ აქაა, შეერთებულ შტატებში”.

“მეგობრებო! დღეს 2 ნოემბერია. ხვალ არამარტო შეერთებული შტატებისათვის , არამედ მთლიანად მსოფლიო თანამეგობრობისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა – აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები.
ეს არჩევნები ისტორიულია ,ვინაიდან იგი გადასწყვეტს არამარტო შეერთებული შტატების მომავალს, არამედ მსოფლიო განვითარების ვექტორსა და ტენდენციებს.

ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული ასევე საქართველოს მომავალი განვითარების ვექტორი და ჩვენი ისტორიული სამშობლოს უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება. როგორც იტყვიან ჩვენი “დღევანდელი ყარა-ყორუმი” დრეს სწორედ აქაა,შეერთებულ შტატებში და ჩვენ გვეძლევა იშვიათი შანსი.

როგორც პრეზიდენტი რონალდ რეიგანი წინასწარმეტყველებდა, დღეს ფაშიზმი ბრუნდება, და ბრუნდება ახალი სახით – ნეო ლიბერალიზმის სახით , როდესაც იზღუდება ადამიანის უფლებები, სოც-ქსელი მთლიანად ცენზურის ქვეშაა, მედია ფაქტიურად მთლიაად პოლიტიზირებული, მიკერძოებული და ცენზურის ქვეშ იმყოფება და ტყუილის ტირაჟირებაზეა გადასული. ინტერვიუები და პოსტები იბლოკება და იშლება. ინფორმაციის მიღების არხები კონტროლდება.

ფეისბუკზე დადებული პოსტის გამო ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და საკუთარ კომპანიის ბორდს ატოვებინებენ. ხდება ის და იმაზე უარესი, რაც ხდებოდა კომუნისტების მმართველობის დროს და ეს ხდება შეერთებულ შტატებში.

დღეს მიმდინარეობს ორი ძლიერი იდეოლოგიის ბრძოლა – ნეო ლიბერალიზმის, რომელსაც უპირისპირდება ტრადიციონალიზმი და კონსერვატიზმი. ჩვენ ნეო კონსერვატორები ვდგავართ ძკლიერი ოჯახის, ძლიერი ტრადიციებისა და რელიგიის თავისუფლების მხარეს.ვებრძვით თითიდან გამოწოვიილ პოლიტკორექტულობას ,რის მიხედვითაც ადამიანს ეკრძალება საკუთარი აზრის დაფიქსირება ისე , როგორც მას სწამს და სჯერა.

ჩვენ ვართ ვართ თავისუფალი ბაზრის მომხრეები და ვდგავართ ძლიერი საკუთარი ეკონომიკის აღმშენებლობის მხარეს, რაც ადგილობრივი წარმოებების განვითარებას გულისხმობს და არა საწარმოოო საშუალებების საზღვარგარეთ გატანას, რის გამოც სახელმწიფო მთლიანად დამოკიდებული ხდება სხვა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ რეალიებზე.

ჩვენ ვდგავართ ძლიერი ეკონომიკისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივებით.ჩვენ გვინდა ძლიერი შეერთებული შტატები , დამარცხებული საერთაშორისო ტერორიზმით და რელიგიური რადიკალიზმით. ძლიერი ჯარით და ძლიერი სამართალ დამცველი სტრუქტურებით. ჩვენ გვინდა მშვიდობა და სტაბილური განვითარება.

ჩვენ, ქართველებს გვჭირდება ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ისტორიული სამშობლოსათვის – საქართველოსათვის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი გარანტი საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის, პარტნიორი, რომელიც ღიად აცხადებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური სანქციებით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას , ვინც ამ სუვერენიტეტს დაემუქრება და აღიარებს სეპარატისტული რეჟიმებს საქართველოს ტერიტორიაზე.

გლობალიზმი ნეოლიბერალიზმის სახით გვევლინება დღეს და სწორედ ეს წარმოადგენს თვითმყოფადი ერებისათვის ყველაზე დიდ საშიშროებას , რადგან იგი უარყოფს და ებრძვის ერების ეთნო-კულტურულ იდენტობას, ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებს და წესჩვეულებებს.

დღეს ბრძოლის დღეა. ყველას, ვისაც ამერიკაში ხმის მიცემის უფლება გაქვთ – ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ – მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, მიდით საარჩევნო უბნებში და გააკეთეთ სწორი არჩევანი.

პიროვნული სიმპათია -ანტიპათია ნუ იქნება განსმსაზღვრელი თქვენი არჩევანის. განსაზღვრეთ იდეოლოგიური პლათფორმით, თქვენთვის მისაღები ფასეულობებით, გაკეთებული საქმეებითა და მიღწევებით, განსაზღვრეთ მომავალი პერსპექტივით.

კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ – გადით არცევნებზე და გააკეთეთ სწორი არჩევანი. ამ არცევანმა უნდა გადაწყვიტოს არამხოლოდ ამერიკელი ერის და სახელმწიფოს არამედ მსოფლიოს მომავალი”, – წერს ნიკოლოზ ჩხეიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები