ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასება: საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო

“საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად პანდემიისა, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იყო წარმართული, თუმცა საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის დომინირება ნეგატიურად აისახა კომისიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით კომისიის ქვედა დონზე.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით აღსავსე არჩევნების მონიტორინგში მიგვეღო მონაწილეობა. მე მივესალმე დამატებით ძალისხმევას, რომელის გაწევაც აუცილებელი გახდა სამზადისის პროცესში, ასევე მადლიერებას გამოვხატავ ყველა ადამიანის მიმართ, რომლებმაც სიმამაცე გამოიჩინეს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, მიუხედავად უზარმაზარი პრობლემებისა, რაც პანდემიას უკავშირდებოდა“, – განაცხადა ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელონა გჟებრეა ხოჯამ.

მისივე თქმით, დამკვირვებლები მიესალმებიან არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და რეგულაციების გაუმჯობესებას, თუმცა ჯერ კიდევ მათივე განცხადებით, რჩება სამუშაო, რომლის შესრულებაც სჭიროა, რათა შეიქმნას უფრო მყარი საფუძველი დემოკრატიული არჩევნებისთვის.
„ქართველმა ამომრჩევლებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს დემოკრატიის მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, და ეს მოხდა პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე. ჩვენ თვალი მივადევნეთ კონკურენტულ არჩევნებს, რომლის დროსაც ფუნდამენტური თავისუფლებების და პროცედურები საერთო ჯამში დაცული იყო. თუმცა, პროცესი ნამდვილად არ ყოფილა უნაკლო. ზოგიერთი საკითხმა იმპლემენტაციის დროს შექმნა არათანაბარი პირობები და ზეგავლენა მოახდინა საზოგადოების მხრიდან პროცესის ნდობაზე. ეს საკითხები უნდა გადაიჭრას“, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებზე პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომები მოქმედებდა, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა იშვიათად იყო დაცული, ან უბრალოდ შეუძლებელი იყო და ბევრ საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების კოორდინატორებისა და აქტივისტების ყოფნა დაშინების ხასიათს ატარებდა.
„მივესალმები ბევრ ქალს რომლებიც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მეთაურმა, პია კაუმამ. მისივე თქმით, მიესალმება საარჩევნო ბრძოლაში ქალების ჩართულობის გაზრდისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
„მრავალფეროვანი და პლურალისტული მედიაგარემო იყო პოლარიზებული პოლიტიკური ხაზებითა და ბიზნეს ინტერესებით, ყველა კერძო მაუწყებელი, რომლის მონიტორინგიც ხდებოდა, იყო თვალსაჩინოდ მიკერძოებული. დამკვირვებლების თქმით, პოლიტიკური დისკუსიისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის პირობებში, და ძირითად პოლიტიკურ კონკურენტებს შორის მხოლოდ რამდენიმე დებატის პირობებში, ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნების გაკეთების შესაძლებელობის მცირე შანის ჰქონდა.
მადლიერებას გამოვთქვამ იმ მამაცი ქართველი ამომრჩევლებისადმი, ვინც პანდემიის რისკის მიუხედავად, მივიდა საარჩევნო უბანზე და ხმა მისცა.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს არჩევნები საერთო ჯამში იყო თავისუფალი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ არ არსებობს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ მკაფიო წესები, რაც ნეგატიურად აისახება არჩევნების სამართლიანობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს რაც შეიძლება მალე შეასრულოს ჩვენს მიერ დიდი ხნის წინ გაცემული რეკომენდაციები, რათა გააუმჯობესოს კანონები და რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებული საარჩევნო კამპანიის ზედამხედველობასთან“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა.
​განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო, საერთო ჯამში, უზრუნველყოფს მტკიცე საფუძველს დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაშინ როდესაც ბევრი ახალი შესწორება მისასალმებელია და გაუმჯობესება გამოიწვია.
ასევე გამოთქმული იყო შეშფოთება არჩევნების ადმინისტრირების, კამპანიისა და კამპანიის დაფინანსების კუთხით წესების ეფექტური იმპლემენტაციისა და აღსრულების მიმართ. დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კანონმდებლობის ზოგიერთი ასპექტი და კამპანიის წარმოების კონკრეტული მეთოდები უპირატესობას ანიჭებს ავტორიტეტულ პოლიტიკურ პარტიებს და აზიანებს ახალ და პატარა პარტიებს. აქვე აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, კამპანიის დაფინანსების ჩარჩო, მათ შორის ხარჯების ლიმიტირება, ასევე სარგებელს აძლევს ავტორიტეტულ პოლიტიკურ პარტიებს.
„გუშინდელ არჩევნების კონკურენტულობას, სამწუხაროდ, ზიანი მიაყენა ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლების დაშინების შესახებ და ეს ბრალდებები ისმოდა როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. ასევე დამაზიანებელი იყო კამპანიის დროს მმართველი პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვარის სიმცირე“, – განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო დელეგაციის მეთაურმა, ჯილიან სტირკმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები