კახი კახიშვილი: ხმა კიდევ უფრო წარმატებულ საქართველოს მივეცი
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახი კახიშვილმა საკუთარი არჩევანი მეშვიდე უბანზე დააფიქსირა.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მან ხმა კიდევ უფრო წარმატებულ საქართველოს მისცა.
ამასთან, კახიშვილი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.
„მე დღეს ხმა მივეცი უფრო წარმატებულ საქართველოს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენი ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ღირსების შენარჩუნებაა.
ვთხოვ ყველას, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, აჩუქონ ერთი საათი საკუთარ შვილებს, საკუთარ თავს, ჩვენ და საქართველოს მომავალს, იმისთვის რომ ჩვენმა შვილებმა უფრო წარმატებულ საქართველოში იცხოვრონ” – განაცხადა კახიშვილმა.