იზმირში მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაშავებულია (ფოტო)

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარ 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა.

​ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციითვე, სულ მცირე, 120 ადამიანია დაშავებული.

ასევე, ცნობილია, რომ ბუჯას, ბაირაქლისა და ბორნოვაში რამდენიმე შენობაა დანგრეული.

ქვეყნის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანგრეულია 6 შენობა.

როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეებს ამ დრომდე დახმარებისთვის თურქეთში საქართველოს საკონსულოსთვის არ მიუმართავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები