მამუკა მდინარაძე: კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ოპოზიციის მხილება ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ მოხდა

“კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ოპოზიციის მხილება ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ მოხდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, „ქართული ოცნების” შედეგი 60%-თან იქნება მიახლოებული.

„ხვალ ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით იქედან გამომდინარე, რომ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, სადაც „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს დამაჯერებლად და, ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების” შედეგი 60%-თან იქნება მიახლოებული. ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას”, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ იმიტომ, რომ ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა თავად აქტორების მიერ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

„სამი დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ოპერირებენ, ასე ვთქვათ, NGO ბაზარზე ე. წ. დამოუკიდებელი ექსპერტები თუ NGO-ები, (რომლებიც აქამდე ცდილობდნენ, თუმცა, ახლა ვეღარ გაბედავენ ამას იმიტომ, რომ ისინი იწოდებიან სუბიექტურ დამკვირვებლებად, მათ ასე უკვე თავად დაირქვეს). შემდეგ იყო ჩვენს მიერ მტკიცებულებებით მხილებული ,,ფეისბუქსისტემა,, სადაც ასობით და ათასობით „ფეიქექაუნთი” ჩართულია დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის დანაყოფებს ეკუთვნის, ამის შემდეგ იყო კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა. ამის შემდეგ, უკვე დღეს ჩვენი მხრიდან გახმაურებული იყო ასევე, კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც, იმედი ვიქონიოთ, არ დადასტურდება, იმიტომ, რომ ჩვენი პრევენციული სახის განცხადებები უზრუნველყოფენ იმას, რომ ისინი წესით ამას ვეღარ გაბედავენ, მაგრამ თუ გაბედავენ, ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხი ამაზეც იქნება მყარი. როდესაც ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე, თქვენ ნახეთ, რომ არც ერთი, ჩვენს მიერ წინა დღეებში გაკეთებული განცხადება არ დარჩენილა ან მტკიცებულების ან დადასტურების გარეშე. წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა თავად აქტორების მიერ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები