ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარს ასხამენ

ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, კრწანისის რაიონში საგზაო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე პარალელურად ხორციელდება.

ამ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორისაა ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ასფალტის საფარი ისხმება.

მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 41 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით 60 მისამართზე შეიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები