თეა წულუკიანი ბუბა კიკაბიძის შესახებ – ეს მე აღვიქვი, როგორც აგვისტოს ომში დაცემული ჩვენი გმირების საფლავში ჩაფურთხება

ეს მე აღვიქვი, როგორც აგვისტოს ომში დაცემული ჩვენი გმირების საფლავში ჩაფურთხება, – ამის შესახებ  იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის წევრმა თეა წულუკიანმა ბუბა კიკაბიძის მიერ თავისუფლების მოედანზე შესარულებულ სიმღერაზე განაცხადა.

წულუკიანის აზრით “ნაციონალურმა მოძრაობამ”  ბოდიში უნდა მოიხადოს.

“თითქოს ღიმილს იწვევს, მაგრამ, რა დავარქვა არ ვიცი. მე პირადად შოკირებულ მდგომარეობაში ვარ რადგან დედაქალაქის მთავარ მოედანზე, რომელსაც რაღაცა მოედანი კი არ ჰქვია “თავისუფლების მოედანი” ჰქვია და ჩვენს ბავშვობაში ლენინის მოედანი ერქვა. ყველას გვახსოვს ის დღე თავისუფლების მოედანი, რომ დაერქვა განზრახ ვცდილობდით, რომ იქ დღეში რამდენჯერმე მოვხვედრილიყავით იმიტომ, რომ სხვანაირი მოედანი იყო. ძეგლის ჩამოგდებაც გვახსოვს.

ამ მოედანზე დღეს ჩვენ ვიხილეთ ოკუპირებულ ქვეყანაში მკრეხელობა, ჩვენი ჯარისკაცების, გარდაცვლილების ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ქართველების შეურაცყოფა. თუ მაქვს ღია ეთერში ასე საუბრის უფლება არ ვიცი, მაგრამ, პირდაპირ რა განცდაც მეუფლება ამას კარგად ასახავს და ეს მე აღვიქვი როგორც ჩვენი აგვისტოს ომში დაცემული გმირების საფლავში ჩაფურთხება, – აი ამ დონის აღშფოთება გამოწვია.

ფიქრობ, რომ მათ სასწრაფოდ უნდა მოიხადონ ბოდიში მინიმუმ და არ უნდა ჩამოვიდეს ჩვენი დღის წესრიგდან, რომ მათ ჩვენ ქართველებს, საქართველოს ამ ერს, რომელიც რაც დაიბადა იმის მერე იბრძვის თავიფლებისთვის, არის ოკუპირებული. რაც არ უნდა ისე ვიყოთ გაზრდილები, რომ ასაკს და ადამიანს პატივი ეციო ამის მიუხედავად მემგონი ეს ადამიანი ვერ მიხვდა სად იყო”,- განაცხადა წულუკიანმა POSTV-ის ეტერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე ენმ – ძალა ერთობაშია ამომრჩეველთან შემაჯამებელ აქცია გამართა, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა თბილისოს ნაწილი რუსულად შეასრულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები