სოფელ ნუკრიანში, მერის წარმომადგენლის შენობაში აფეთქება მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მერიის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შენობაში დაზინებულია კედლები და ჩამტვრეულია ფანჯრები.
არსებული ინფორმაციით, შენობაში მდებარე ბანკომატის გაქურდვა იყო შესასვლელის აფეთქების მიზეზი.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები