„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“ჰოლანდიის მთავრობის მიერ 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ,,ჯორჯიან ეარვეისი,,  განახორციელებს ყველა რეგულარულ რეისს. ფრენები არ გაუქმდება.

მგზავრებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ჩვენს გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება, ან გადაჯავშნა სხვა მიმართულებაზე (სადაც მათ შესვლის უფლება ექნებათ). NOTAM მოქმედებს 10 ნოემბრამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დროიდან წესები შესაძლოა, შეიცვალოს, ამიტომ გთხოვთ, გაეცნოთ ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს. ჩვენი ფრენების განრიგი არ შეიცვლება, მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე. დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები