ამირან გამყრელიძე: კოვიდინფიცირებული პაციენტების კოვიდსაავადმყოფოების გარდა სხვა კლინიკებში მიღებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების კოვიდსაავადმყოფოების გარდა სხვა კლინიკებში მიღებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკები უპირატესად კოვიდკლინიკებადაა დაყოფილი.
„საკოორდინაციო საბჭოზე ამაზე რამდენჯერმე მსჯელობა იყო. კლინიკები უპირატესად მაინც კოვიდკლინიკებადაა დაყოფილი. მე არ ვიცი, სამინისტრო მიდგომას ცვლის თუ არა. კლინიკები გამოყოფილია, როგორც კოვიდკლინიკები, სადაც მხოლოდ კოვიდით ავადმყოფი პაციენტები თავსდებიან და დღევანდელი გავრცელების პირობებში შეიძლება, კოვიდიანი, ან ვთქვათ, კოვიდზე ეჭვმიტანილი პაციენტი, ან სხვა პათოლოგიით სხვა კლინიკაში მოხვდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.