პანდემიის გამო, ევროპის 193-მდე აეროპორტს დახურვა ემუქრება
უახლოეს თვეებში ევროპის 200-მდე აეროპორტი გადახდისუუნარო გახდება, რადგან კორონავირუსული კრიზისის დარგისთვის ზიანის მიყენებას აგრძელებს.
ამის შესახებ ლობისტურ ასოციაცია ACI EUROPE-ში განაცხადეს, რომელიც ევროპის აეროპორტების კოლექტიურ ინტერესებს ატარებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპას ანტოსანტრანსპორტო სისტემის კოლაფსი დაემუქრება, თუ მთავრობები სექტორის მხარდასაჭერად ყველა ღონეს არ იხმარენ.
ევროპაში სულ 740 აეროპორტი ფუნქციონირებს.
ამასთან, ორგანიზაციაში არ აზუსტებენ, თუ რომელი აეროპორტები არიან გაკოტრების რისკის ქვეშ, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ეს, დაახლოებით, 277 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას გულისხმობს.
ACI Europe-ში აღნიშნავენ, რომ ევროპის აეროპორტებში სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 73%-ით არის შემცირებული.