კორონავირუსით გარდაცვლილი 23 პაციენტიდან 9 თბილისში, 8 აჭარაში, 2 იმერეთში, 2 შიდა ქართლში, 2 კი მცხეთა-მთიანეთში მკურნალობდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი, 9 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 32 127-ს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 262 პირი,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა -12 632-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის, თბილისში – 9 ადამიანი, აჭარაში – 8, იმერეთში – 2, შიდა ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა”, – აღნიშნა სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები