აშშ-ში ადასტურებენ, რომ “ალ-ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირება მოხდა

აშშ-ში ადასტურებენ, რომ ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერის, ანუ მუჰსინ ალ-მასრის ლიკვიდირება ოპერაციის დროს მოხდა.

აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტერორისტების ერთ-ერთი ლიდერი ღაზნის პროვინციაში ოპერაციის დროს მოკლეს, რომელსაც ავღანეთის სამხედრო ძალები აშშ-ის დახმარებით ხელმძღვანლობდნენ.

თეთრ სახლში ოპერაციას მაღალი შეფასება მისცეს და ალ-მასრის წინააღმდეგ განხორციელებულ რეიდს “კარგი ახალი ამბავი” უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები