კორონავირუსით ინფიცირებული 482 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
“ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე პაციენტების რაოდენობაა 482, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 105 პირი.
“ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231. 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 958, აჭარაში – 654; მძიმე პაციენტი – 482, მათ შორის, თბილისში – 238, აჭარაში – 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 105 პირი – მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23. 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 – აჭარაში, ხოლო 786 – თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 752, აჭარაში-1 926, სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 8 918 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისში – 3 224 პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4 195. ეს გახლავთ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დღეის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას”, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.