საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ – 2 894 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.