ამირან სალუქვაძე გოგოლაძე-გვარამიას ინტერვიუზე: ამ პირის ლაპარაკი კომპრომატია მისთვის, ვინც მას ალაპარაკებს, საკითხავია, სხვას მიაყენეთ ზიანი, თუ საკუთარ ფეხებში გაისროლეთ

ამ პირის ლაპარაკი კომპრომატია მისთვის, ვინც მას ალაპარაკებს. გაბუნიას ბოლო გამოხტომას და ამ ინტერვიუს ერთად თუ შევაფასებთ, საკითხავია სხვას მიაყენეთ ზიანი, თუ საკუთარ ფეხებში გაისროლეთ, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ,,მთავარი არხის” ეთერში გასულ ინტერვიუს, რომელშიც ,,ქართუ ჯგუფის” დაცვის ყოფილი უფროსი – ელდარ გოგოლაძე ნიკა გვარამიას ,,ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ამბებს უყვება.

მისი თქმით, საკვირველია, როგორ მოხვდა გოგოლაძე ბანკ “ქართუში”. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ გამოაძევეს ბანკიდან.

“რაც შეეხება ელდარ გოგოლაძის “ბენეფისს”. საიდან მოიტანეთ რომ “კგბ”-ს პოლკოვნიკი იყო? ჩემი ინფორმაციით გოგოლაძე მილიციის თანამშრომელი იყო. 80-ან წლებში მუშაობდა მაშინდელი ოქტომბრის რაიონის მილიციის უფროსად.

სხვათაშორის, მაშინდელ მილიციაში უამრავი ღირსეული ადამიანი მუშაობდა. ბევრი მათგანი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მონაწილეობას იღებდნენ ტერიტორიული მთლიანიბისათვის ომებში და დღესაც ავტორიტეტით სარგებლობენ.

გოგოლაძე სხვა კატეგორიაა. იმ წლებში თავისივე კოლეგებში არ განიხილებოდა თანამებრძოლად. არც ჩემთვის წარმოადგენს პირს, ვისაც ხელი უნდა ჩამოართვა.

ვუდროფის ისტორია უკვე 90-ანების დასაწყისში იყო და საკმაოდ ბევრი კითხვაა მაგ ისტორიასთან, თუნდაც მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრის გამო, იყო თუ არა, გარდა ამერიკელი სპეცსამსახურის თანამშრომლის მკვლელობასთან ერთად, მისი რეპუტაციის შელახვის დაგეგმილი ოპერაცია?!

საკვირველია, როგორ მოხვდა ბანკ “ქართუში”. თუმცა, ისიც ფაქტი, რომ გამოაძევეს ბანკიდან. ხმას როგორ უნდა იღებდეს. სიმართლეა რაც გუშინ გაჟღერდა მისთვის ნაკვეთის და სახლის ჩუქებასთან დაკავშირებით. ხელფასიც საკმაოდ მაღალი ჰქონდა, ძალიან მაღალი.

ხმას არ უნდა იღებდეს, თუნდაც დაცვის თანამშრომლების დაუწერელი კოდექსის გამო. მე არ მიკვირს ამ კოდექსს რომ არ იცავს. მიზეზები იქაა, 80-ანებში.

ამ პირის ლაპარაკი კომპრომატია მისთვის, ვინც მას ალაპარაკებს.

გაბუნიას ბოლო გამოხტომას და ამ ინტერვიუს ერთად თუ შევაფასებთ, საკითხავია სხვას მიაყენეთ ზიანი, თუ საკუთარ ფეხებში გაისროლეთ?!

პირველად ვწერ მთელი ამ წლების მანძილზე: ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს ქართულ ოცნებსათნ, შესაბამისად მისი თავმჯდომარესთან ამ წლების გამო, მაგრამ ერთ სასწორზე თქვენ და ბიძინა ივანიშვილი არ განიხილებით.

მხოლოდ ერთი მაგალითი განვიხილოთ. ფორბსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა 5 მილიარდით, დღესაც 5 მილიარდი აქვს. თქვენ მოხვედით დახეული ჯინსებით და დღეს მილიონერები ხართ სხვისთვის ახეული ქონების, ლარად მითვისებული ობიექტების და კორუფციის ხარჯზე.

რამდენი დახარჯა ამ წლებში სხვადასხვა პროგრამებზე, თქვენ დათვალეთ. ცალკე თემაა ისტორიული ძეგლების, კულტურული ობიექტების გადარჩენა, მთელი ქართული ეთნოგრაფიის, კულტურის, ისტორიის ციფრულ ფორმატში გადატანა, ვაზის უძველესი ქართული ჯიშების მოძიება, გადარჩენა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სახით ქვეყნისთვის გადაცემა და სხვა. ამას თქვენ ვერ გაიგებთ, რადგან თქვენთვის სამშობლო ქვების გროვაა. თქვენ რამდენი დახარჯეთ მიტაცებული ნადავლიდან? ნული თეთრი.

ჰოდა, ეჯიბრებით ივანიშვილს და მის წინააღმდეგ, არჩევნების წინ, თქვენი ჭკუით, ჯოკერი გააძვრეთ. ახლა გადახედეთ ხალხის აზრს მოგემატათ, თუ მოგაკლდათ?!

შენიშვნების შესახებ, სხვა დროს,”- წერს ამირან სალუქვაძე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ინტერვიუ ჩაწერა, ,,ქართუ ჯგუფის” დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან. გოგოლაძე სამსახურიდან 2004 წელს გაუშვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები