“ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებით თუ სოცქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ”

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამომრჩევლებს სთხოვს, რომ კენჭისყრის დღემდე მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომ არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ.

ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეზინფორმაციის ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითიდღე იზრდება.

“დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე და ძალზე მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში შევინარჩუნოთ კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემო.

“არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის, რუსული რესურსის გამოყენებით, რისი მომსწრეც გავხდით ჩვენ გუშინ “ნაციონალური მოძრობის” კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.

ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითიდღე იზრდება”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები