აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მობილური ჯგუფები სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.

დღეს მერიის მობილური ჯგუფების მიერ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა აფთიაქებთან მისასვლელები, ტროტუარები, საბავშვო მოედანი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავენ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, COVID-19 -ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვა დამატებითი ღონისძიებები განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები