რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდნენ
ბათუმში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდნენ.
პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, განათლების სფეროს მიმართულებით საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო, განათლების რეფორმას, არსებულ პროგრამებსა და მათ პროფესიულ ხელშეწყობას. აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ბათუმში „მეცნიერებისა და განათლების ქალაქის” მშენებლობაზე. მაჟორიტარობის კანდიდატებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ შეუფასებელია მათ მიერ გაწეული შრომა პანდემიურ ვითარებაში.
შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.