გიორგი გახარია: გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში

“გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური ეხმაურება სტატიას, რომელიც „ტელეგრაფში” გამოქვეყნდა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების განმტკიცების თაობაზე.

პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ნებისმიერი მიმართულებით.

„საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ნებისმიერი მიმართულებით, არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად”, – აცხადებს გიორგი გახარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები