ილჰამ ალიევი: მოცემულ მომენტში თანამშრომლობის დონე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან მაღალია

„მსოფლიო მთლიანად შეცვლის სიტუაციას რეგიონში. იმედია, ვიხილავ იმ დროს, როცა კავკასიის სამი ქვეყანა ითანამშრომლებს. მოცემულ მომენტში თანამშრომლობის დონე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძალიან მაღალია. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს საქართველოს ახლანდელ მთავრობასთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, კარგი მეზობლები და მეგობრები ვართ”, – ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გამოცემა Nikkei – სთან ინტერვიუში გააკეთა.

ალიევის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ბევრი ერთობლივი პროექტი აკავშირებთ და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
„ნახეთ, რამდენი ერთობლივი პროექტის რეალიზება მოვახერხეთ ერთად, იქნება ეს ბაქო -თბილისი -ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი – ერზრუმი, ბაქო-თბილისი – ყარსი, ასევე, TANAP-ი. თუ არ ვცდები, აზერბაიჯანი საქართველოს რიგით მეორე ინვესტორია და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი“, – აცხადებს ალიევი.
ალიევის ინფორმაციით, ოთხმოცდაათიან წლებში, როცა გაზსადენის მშენებლობა დაიგეგმა, დასავლეთმა მისი სომხეთზე გატარება მოითხოვა, თუმცა, სომხეთმა უარი თქვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე და შეთანხმება არ შედგა. ალიევის განმარტებით, სწორედ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციაა იმის მიზეზი, რომ სომხეთუ ბლოკადაშია მოქცეული.
„ჩვენ ყარსი-გიუმრის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებასაც ვუჭერდით მხარს და სომხეთს მისი საშვალებით ზღვაზე გასასვლელი ექნებოდა, თუმცა, სომხეთმა არაფერი გააკეთა. იცით, რომ სომხეთს, თავისი კონსტიტუციის მიხედვით, ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თურქეთთანაც“, – აცხადებს ალიევი. მისი თქმით, თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონს აღწევს, აზერბაიჯანის – 10 მილიონს, ხოლო სომხეთი სულ რაღაც 2-მილიონიანი ქვეყანაა და სომხეთი უნდა დაფიქრდეს, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდება ის 10, 20 ან 50 წლის შემდეგ.
ალიევის თქმით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული მიწების დეოკუპაცია მოხდება და სომხეთი კონსტრიქციულ პოზიციას დაიკავებს, აზერბაიჯანი დაეხმარება ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას და მზად არის, სომხეთს ყველა კომუნიკაცია გაუხსნას საერაშორისო ბაზრებზე გასასვლელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები