ანრი ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირებით

“გვიპასუხონ „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირებით” – ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს. „შეეკითხეთ „პატრიოტ” ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ თემაზე სპეკულირებენ. ასევე, ეთანხმებიან თუ არა ნინო კალანდაძის განცხადებას, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ თურმე დავით გარეჯი არ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ეთანხმებიან თუ არა მაშინდელი სხვა თანამდებობის პირების ამ განცხადებას, რომ თურმე დავით გარეჯი არ წარმოადგენდა საქართველოს, არ იყო ჩვენს შემადგენლობაში და რას ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები?
დამერწმუნეთ, რომ არა მაშინდელი პოლიტიკური ნება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების, ეს პირები ამ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. რას ემსახურებოდა ეს განცხადებები შეთანხმებულად, მინისტრების დონეზე, მაღალი თანამდებობის პირების დონეზე, იზიარებენ თუ არა ისინი ამ განცხადებას და რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ ამ განცხადების საპირისპიროდ წარიმართოს გამოძიება და დადგინდეს ობიექტური მოცემულობა.
ხომ არავინ უარყოფს, რომ დავით გარეჯი ისტორიულად და კულტურულად არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი გამოხატულება.
​ამის საწინააღმდეგო განცხადებები როდესაც გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე, რატომ ცდილობენ ისინი ამას შეუშალონ ხელი. ამაზე გასცენ პასუხი და მერე მარტივი იქნება ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები