ამირან სალუქვაძე – მედიას: მოშორდით ობიექტს, იმოქმედეთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე
ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქების სტანდარტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, მედია საფრთხეს უქმნის მძევლებსა და მოსახლეობას.
“როცა შეიარაღებული პირი, რომელსაც ჰყავს აყვანილი მძევლები და ითხოვს, შენობას მოშორდნენ პოლიციელები და ამ დროს შორიდან აჩვენებთ სნაიპერებს, შვეულმფრენსა და მიმდებარე ტეროტორიას პირდაპირ რეჟიმში და არა – დაგვიანებით ან წინააღმდეგობას უწევთ პოლიციას, მოშორდეთ ობიექტს, თქვენ:
1. საფრთხეს უქმნით მძევლებსა და მოსახლეობას;
2. არღვევთ მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებს, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია.
საქმე აღძრულია ყაჩაღობის, წამების, იარაღის უკანონო შეძენა/ტარების მუხლით. შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს კიდეც. ასე რომ, თავმდამსხმელი კი არა, ყაჩაღობაა, როგორც მინიმუმ. რაც ხდება, ახლოსაა ტერორისტულ აქტთან, თუ სსკ-ს ჩახედავთ. ასე რომ, იმოქმედეთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.