გიორგი გახარია – ჟურნალისტს: კავშირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას არჩევნებთან არ აქვს, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან

“რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან, რა თქმა უნდა, კავშირი აქვს ამ ყველაფერს, არა უნივერსიტეტს, არამედ – ქვეყნის მომავალზე ზრუნვასა და აღმშენებლობას არჩევნებთან, აქვს პირდაპირი კავშირი, ესეც გასაგებია, მაგრამ თარიღებით როცა მანიპულირებთ, უნდა იცოდეთ, რომ 15 სექტემბერს იწყება ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი და კოვიდიც გლობალური გამოწვევაა, მარტო საქართველოს და ჩვენ არ მოგვიგონია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნასა და არჩევნებს შორის კავშირს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის ინსინუაცია.

„დამისახელეთ საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 4 წელიწადში აშენდა ნულიდან. აქ იცით, რა იყო? მე აქ ნამყოფი ვარ, აქ იყო ჭაობი. დამისახელეთ ერთი საერთაშორისო უნივერსიტეტი, მსგავსი დონის, რომელიც 4 წელში აშენდა და შემდეგ შეიძლება, დაგეთანხმოთ, ეს ერთი. მეორე – როდესაც ამბობთ, რომ საარჩევნო თემაა, ეს უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო და დაეწყო მუშაობა 15 სექტემბერს და აქ რომ ამბობთ კამპუსები ბოლომდე არ არის დასრულებულიო, 250 სტუდენტი უკვე მიღებულია, მათ ხომ უნდა ისწავლონ და მათთვის წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა დღესასწაულია? რასაც თქვენ ამბობთ ეს ყველაფერი არის ინსინუაციები, არანაირი კავშირი ამას არჩევნებთან, დღევანდელ არჩევნებთან არ აქვს. რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან, რა თქმა უნდა, კავშირი აქვს ამ ყველაფერს, არა უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის მომავალზე ზრუნვას და აღმშენებლობას არჩევნებთან აქვს პირდაპირი კავშირი, ესეც გასაგებია, მაგრამ თარიღებით როცა მანიპულირებთ, უნდა იცოდეთ, რომ 15 სექტემბერს იწყება ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი და კოვიდიც გლობალური გამოწვევაა, მარტო საქართველოს და ჩვენ არ მოგვიგონია”, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები