ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი 3 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 31-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის უკვე 3036 დადასტურებული შემთხვევაა, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 113 ადამიანს გამოუვლინდა.

მზარდია ასევე გარდაცვალების სტატისტიკა. ვირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 31 ლეტალური შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 150 ადამიანი მკურნალობას, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 39-ის საშუალო სიმძიმის არის.

ასევე, ბოლო 24 საათში კლინიკიდან 33 პირი გაწერეს, სულ 1267 პირია გამოჯანმრთელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები