კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 40 წლის ქალია – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ოთხ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„82 წლის ქალს, რომელიც ​ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ-19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია, თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია.

მეორე პაციენტი 62 წლის ქალი იყო, მისი დიაგნოზი იყო: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სიმსუქნე.

მესამე პაციენტი 65 წლის ქალია, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. დიაგნოზები: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თანმხლები: ფილტვის კიბო, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა 40 წლის ქალი. მისი დიაგნოზი იყო: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი, თანდაყოლილი ცერებრული დამბლა“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები