ნორვეგიელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი გამოავლინეს

ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმის მედიკოსები აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი გამოავლინეს.

სპეციალისტებმა ასეთი მისაზრება ქალაქში დაავადების აფეთქების შემდეგ გამოთქვეს.

“გამოვლენილი ვირუსის ანალიზის ნიმუშებმა აჩვენა, რომ აქამდე ექიმებს მსგავსი ტიპის ვირუსთან შეხება არ ჰქონიათ”, – წერს Dagbladet-ი  ქალაქის მთავარ ექიმზე,  ტუვე რიოსტადზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ვირუსი 35 პირს გამოუვლინდა, კიდევ 1500 პირი კარანტინზე გადავიდა.

ადგილობრივი საავადმყოფოდან ვირუსის ნიმუშები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში გაიგზავნა. ჯერჯერობით, უცნობია ახალი ვირუსის თვისებები.

ექსპერტები უშვებენ აზრს იმის შესახებ, რომ ამ ვირუსით დაინფიცირება მარტივია, მაგრამ არ ამბობენ იმას, რომ დაავადება რთული ფორმით შეიძლება, მიმინარეობდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები