კორონავირუსით გარდაცვალების 15 შემთხვევიდან 7 პაციენტი თბილისში გარდაიცვალა

საკოორდინაციო საბჭოს უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა უმეტესობა თბილისიდანაა.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, საქართველოში სულ 341 მძიმე პაციენტი მკურნალობს.
“ბოლო 24 საათში 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ 15 გარდაცვალების შემთხვევაა, აქედან 7 თბილისში დაფიქსირდა, ბათუმში 4, ქუთაისში 2, გორში 1, მცხეთაში 7.
341 მძიმე პაციენტი გვყავს, აქედან, ხელოვნურ სუნთქვაზეა 75 პირი”, –  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები