გოგი მეშველიანი : კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ სპეციალისტს დაემუქრა პატიმრობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით

სოფელ ჯავშანიანში მომხდარ ინციდენტზე თეთრიწყარო, წალკის,ბოლნისის და დმანისის პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგი მეშველიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ კახა ოქრიაშვილმა იცის, რომ არჩევნებშ დამარცხდება და ამიტომ, პროვოკაციების ხერხს მიმართავს.

მისი განცხადებით, კახა ოქრიაშვილი ცდილობს არჩევნებს მიაყენოს ჩრდილი და მიაღწიოს არჩევნების დელიგიტიმაციას.

„რაც შეეხება სოფელ ჯავშანიანში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას, ამაში თავად ჩემი ოპონენტი ბატონი ოქრიაშვილი რომელიც 10მდე მხარდამჭერთან ერთად მივარდა ჩვენს სპეციალისტთან იმ სოფელში რომელიც არის 65 წლის მამაკაცი და მოუწყვეს ქუჩაში გარჩევა და დაემუქრა პატიმრობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით თუ ეს ადამიანი არ შეწყვეტდა ქართული ოცნების მხარდაჭერას დამიაყენა მას შეურაცხყოფა. ბუნებრივია, ისინი ამ პროვოკაციით ცდილობენ წინა ინციდენტის გადაფარვას და ალბათ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ ბევრ მსგავს განცხადებას მოვისმენთ. ეს ადამიანები აცნობიერებენ, რომ არანაირი გამარჯვების შანსი არააქვთ და პირველ ტურშივე დამარცხდებიან, ამიტომ მსგავსი განცხადებებით და პროვოკაციებით ცდილობენ არჩევნებს მიაყენონ ჩრდილი და მიაღწიონ არჩევნების დელიგიტიმაციას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის წინასწარ დამარცხებული კანდიდატის განცხადებები იმის გასაქარწყლებლად რომ მას არანაირი რესურში არ დარჩა ამ ოლქში გასამარჯვებლად და მსგავსი ტიპის პროვოკაციებით და განცხადებებით ცდილობს მიაღწიოს არჩევნების დელიგიტიმაციას“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა .

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯავშანიანში პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს, “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები