სამეგრელოში თხილით დატვირთული მანქანა დააყაჩაღეს

სამეგრელოში, ხობი-ფოთის გზაზე თხილით დატვირტული მიკროავტობუსი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს გზაზე შეიარაღებული პირი დახვდა. მძღოლს ქობულეთიდან ზუგდიდში, ქარხანაში თხილის გული გადაჰქონდა.

შს სამინისტროში მომხდარი “რეგიონულ კვირას” დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციამ მანქანაც და თხილიც მალევე იპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები