ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ, მათ საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ

​საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ.

მისივე თქმით, ექიმებს საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ.

“ჩვენი ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ.

მინდა, გაგაცნოთ მონაცემები – ბინიდან კლინიკებში 226 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა, საკარანტინე ზონიდან  19 ადამიანის. ბინიდან კარანტინში 78 პაციენტის გადაყვანა, ხოლო კლინიკიდან კარანტინში 26 ადამიანის.  318 ცხელებიანი პაციენტი დაფიქსირდა გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდკლინიკაში კი 25 გადავიყვანეთ. ამ ჩამოთვლილი პაციენტების ჯამი, დაახლოებით, 1000-მდეა. სხვა შემთხვევებშიც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები