გურჯაანის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
როგორც ,,კვირას” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამჯერად, ტენდერი გამოცხადდა გურჯაანის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადედების მიღება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონ ლარზე მეტია.
“ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს.
ქალქ გურჯაანის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. თუმცა, ზოგიერთ უბანზე არსებული მოძველებული მილების გამო ხშირია დაზიანებები, რაც მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს.
დაგეგმილი სამუშაოების შედეგად, ამორტიზებული მონაკვეთი ახალი მილებით ჩანაცვლდება და აღმოიფხვრება წყალმომარაგების შეფერხების პრობლემა.
ქალაქში არსებული წყალარინების სისტემა რეაბილიტაციას საჭიროებს, ზოგიერთ დასახლებაში კი კანალიზაციის ქსელი არ არსებობს.
დაგეგმილი სამუშაოები ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით მოეწყობა წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც 8 000-ზე მეტი ადგილობრივი კანალიზაციის გამართული ქსელით ისარგებლებს”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.