ქალაქ თეთრიწყაროს მეორე საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქ თეთრიწყაროს მეორე საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია არსებული საპირფარეშოების, სამზარეულოს, სასადილო ოთახებისა და პანდუსის მოწყობა/რეაბილიტაცია.
შედეგად, 70-მდე აღსაზრდელი განახლებულ გარემოში გააგრძელებს სკოლამდელი განათლების მიღებას.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი სტანდარტების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სამუშაოები მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დაიწყო და ხელშეკრულების გათვალისწინებით 4 ნოემბერს დასრულდება.
პროექტის ჯამური ღირებულება, ხელშეკრულების მიხედვით, 135 808,84 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ.გრუპი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები