ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 12-ით გაიზარდა – ერთი ადამიანი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კოპვიდ19-ის ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

ბოლო ერთ დღეში ვირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა და 15 სექტემბერს რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 206-ს შეადგენს, პანდემიის დაწყებიდან კი – 305-ს.

ე.წ.მთავარი სანიტრის, მარინა კოჩიევას თქმით, რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში 51 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

ამასთან, როგორც დღეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ​ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, გუშინ ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთი პაციენტის გადმოყვანა მოხდა, რაც ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით პირველი შემთხვევაა.

17 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ კოვიდ19 დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევს დაუდასტურდა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები