თენგიზ ცერცვაძე: არ მინდა პოლიტიკურ თავყრილობაზე კომენტარი, მაგრამ შეკრება ბათუმში იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ

“არ მინდა პოლიტიკურ თავყრილობაზე კომენტარი, მაგრამ შეკრება ბათუმში იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„არ მინდა კომენტარი, რადგან ეს იყო პოლიტიკური თავყრილობა და სწორედ ამიტომ მიდის ქვეყანა ასეთ პოლიტიკაზე, რომ მეტი თავისუფლება მისცეს მოსახლეობას, ამ მეტი თავისუფლების შედეგად მეტი შემთხვევები დაფიქსირდება, ამ მეტი შემთხვევების ტვირთი თავის თავზე აიღოს სწორედ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა არ დაიწუწუნონ და არ თქვან, ჩვენ ხელი შეგვეშალა კამპანიაშიო. ამიტომ, მე არ მინდა ამაზე ამ კუთხით გავაკეთო კომენტარი, მაგრამ რა თქმა უნდა თვითონ, ის შეკრება იყო იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.

იმ შეკრების დროს უგულებელყოფილი იყო ის მინიმალური რეგულაციები, რომელიც დაწესებულია. ნუ ვიქნებით ჩვენი თავის მტერი. ხომ შეიძლებოდა, ზუსტად იგივე შეკრება ჩატარებულიყო ისე, რომ ნიღბები ჰქონოდათ გაკეთებული.

ვინ დამაჯერებს, იქ რომ ყველას ჰქონოდა ნიღაბი გაკეთებული, ეს ნაკლებად შთამბეჭდავი იქნებოდა მათი მომხრეებისთვის, ვიდრე უნიღბოდ გამოსვლა. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ბულვარში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით  ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები