“ბათუმში გამართულ ოპოზიციურ შეკრებას გამართლება არ აქვს” – სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი  

16 ოქტომბერს ბათუმში გამართულ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი განცხადებით ეხმაურება.

„ნიჭი ერთი არსებობს, მაგრამ მას ორმხრივი გამოყენება აქვს, კარგი და ცუდი. ნამდვილად ნიჭი სჭირდება, რომ შენი ყოველი ქმედება სახელმწიფოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყოს  მიმართული.  ბათუმში გამართულ ოპოზიციურ შეკრებას გამართლება არ აქვს. საბედნიეროდ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში დაცულია შეკრების თავისუფლება, მაგრამ შეკრებაზე დაცული უნდა იყოს ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. მინიმუმ უპასუხისმგებლობაა ადამიანთა შეკრება, სადაც მინიმალური მოთხოვნები არ არის დაცული.

პანდემია მსოფლიოს  და საქართველოს ახალი ძალით უტევს. ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით მოიმატა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომელიც დაგვიცავს ჩვენ და დაიცავს ადამიანებს.  „ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, როგორც ჩვევია, ხალხი კვლავ საკუთარი ინტერესებისთვის  ე.წ. „საზარბაზნე ხორცად” გამოიყენა. ადამიანები და ქვეყანა ვირუსის ხელოვნურად გავრცელების წინაშე დააყენეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ”, მინიმუმ, მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები