ლაშა ნაცვლიშვილი “ნაცმოძრაობის” აქციაზე: განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, სისხლის სამართლის დანაშაულია

პარტია “ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ასეთ ქმედებაზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, ხალხი გამოიტანს განაჩენს.

განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, სხვათა შორის, სისხლის სამართლის დანაშაულია (იხილეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლი). თანაც, ზუსტად იმავე პრინციპით არეგულირებს ამას კანონმდებელი, როგორც 308 მუხლს (ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა). “დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა”-ს უკვე დასრულებულ დანაშაულად მიიჩნევს, “შეყრა”-ს კი, ანუ შედეგს – დამამძიმებელ გარემოებად.
თუმცა, ხალხის განაჩენი უფრო მნიშვნელოვანია ახლა, ვიდრე რომელიმე კოდექსის – სასამართლო 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული!”-წერს ლაშა ნაცვლიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები