ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გამოცხადებული ფოტოკონკურსის – “ვეტერანი” გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდნენ. მათ, საჩუქრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ გადასცა და გამარჯვება მიულოცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოკონკურს “ვეტერანის” პირველი ადგილის მფლობელი გახდა – გიორგი ბერძენიშვილი, მე-2 ადგილისა – ბუკა ობოლაძე,  მესამე ადგილი კი, ნინა გელაშვილის ფოტომ მოიპოვა. ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რჩეული ბაჩანა მერაბიშვილის ფოტო გახდა.
“აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 35-მა ფოტომ და 18-მა ავტორმა მიიღო. კონკურსში მონაწილე 12 რჩეული ფოტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის ბრენდირებულ კალენდარში დაიბეჭდება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ფოტოების ავტორებს გამარჯვებას”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები