დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “სპუტნიკ.სამხრეთ ოსეთი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიბილოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ე.წ. პრეზიდენტი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.
კორონავირუსით, ასევე დაინფიცირდა ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე გენადი ბეკოევი.