ალექსანდრე მოწერელია: ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის  კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენა გაიმართა.
კანდიდატის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს ბატონ კახა კალაძეს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, მოწვეულ სტუმრებს.
ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ გუნდს, მის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ დღეს თქვენს წინაშე გამოსვლისა და წალენჯიხელებისთვის ჩვენი გეგმების გაცნობის შესაძლებლობა მომეცა.
ბოლო წლებში წალენჯიხაში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარე-განათება, აშენდა სკოლები, ბაღები, თუმცა გამოწვევა დიდი რჩება და ჩვენ ამისათვის გვჭირდება სტაბილური ქვეყანა.
როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, 20 მილიარდი ლარის ინვესტირება  მოხდება  და ჩვენი საბაზისო ინფრასტრუქტურა იქნება  სისტემურად მოწესრიგებული.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები  ჩვენს განსაკუთრებულ მზრუნველობას მოითხოვს და პირველ რიგში, პრიორიტეტულ საკითხებს მივხედავთ, – აშენდება სკოლები და ბაღები, გაზიფიცირდება და ინფრასტრუქტურულად სრულად გაიმართება სოფლები, ხელს შევუწყობთ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს.
ჩვენ ვიმყოფებით ღვაწლმოსილი მეცნიერის, ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმში, ჩვენ ამ დიდი მამულიშვილის საქმეს გავაგრძელებთ, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ასევე ჩაის კულტურისა და მეფუტკრეობის დარგის მიმართულებით, სახელმწიფო პროგრამებმა ძალიან წაახალისა ამ სფეროებში მომუშავე ჩვენი მოქალაქეები.
ტურიზმი, უმნიშვნელოვანესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენ მოსახლეობასთან ერთად მოვაწესრიგეთ ინწრას ხეობამდე მისასვლელი ბილიკები, უსაფრთხოების ჯებირები, სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება  ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომ კიდევ უფრო დაიტვირთოს ჩვენი რეგიონი, მუნიციპალიტეტი ტურიზმით.
ერთად დგომით, ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას”,- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები