ირაკლი შონია: ვანო მერაბიშვილის პირადი ,,პადრუგის“ ანი წითლიძის მიერ ბრიფინგზე ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ იყო მართალი

“ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრის ანი წითლიძის ბრიფინგს, ჟურნალისტი ირაკლი შონია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება და აცხადებს, რომ “სააკაშვილის ერთ-ერთი მონისა და სისხლიანი ჯალათის ვანო მერაბიშვილის პირადი “პადრუგის“ ანი წითლიძის მიერ ბრიფინგზე ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ იყო მართალი”.
არარაობებისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია და მისი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა! სააკაშვილის ერთ-ერთმა მონამ და სისხლიანი ჯალათის ვანო მერაბიშვილის პირადმა “პადრუგამ” ანი წითლიძემ მოაწყო ბრიფინგი, სადაც არც ერთი სიტყვა არ იყო მართალი! ნაცების ნავსაყუდელ გველების ხაროში, შექმნა სტენდი, ზუსტად ისეთი ფაშისტები რომ აკეთებდნენ საჩვენებელ სადამსჯელო სანახაობას! წარმოდგენილ დაფაზე მარცხნივ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის დალი ლატარიას ფოტოებია ალექსანდრე მოწერელიასთან გადაღებული, თითქოს უფლება არ ჰქონდა თავისი რეგიონის გუბერნატორთან ფოტო გადაეღო, მარჯვნივ გიორგი გამსახურდიას ფოტოებია ასევე ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთან მადონა მაქაცარიასთან და ყოფილ პოლიტპატიმარ ჯამბულ ბოკუჩავასთან ერთად, როგორც ბოლშევიკები არ ინდობდნენ სასულიერო პირებს და ანგრევდნენ ქართულ ეკლესია-მონასტრებს, ახლაც ამის სურვილია აქვთ,როცა ფოტოებზე ვიხილე მეუფე გერასიმეც, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია ჩემთვის! აი ცენტრში და თვალსაჩინოდ გამოუკვრია ჩემი ფოტოები, გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებული…. სააკაშვილის რეპტილია წითლიძე ზიზღნარევად აცხადებს: ესენი არიან ზვიადისტები, დესტრუქციული ნაწილი სამეგრელოში… როგორ მეცნო სიტყვა “დესტრუქციული” რომელსაც ხუნტის ერთ-ერთი ჯალათი ხშირად იმეორებდა 1992 წელს და აგერ მისი მემკვიდრე რეპტილია გვიცხადებს რომ დაფაზე ვართ გაკრული ჯერჯერობით და ალბათ ჯვარზეც გაგვაკრავდნენ შევარდნაძის ხუნტის მემკვიდრეები! მათი აღზევების შემთხვევაში კი 92 წლის რეპრესიები და დასახვრეტთა სიები მონაგონი იქნება, ისე გაგვასამართლებს ეგზალტირებული ხროვა… ჯერ ერთი ამ არჩევნების პერიოდში ვერავინ იტყვის, რომ სამეგრელოს რომელიმე რაიონში ან ქალაქში სადაც ყველგან მყავს ახლობლები და მეგობრები ვინმეს სადმე დაუნახივარ ან გამოვჩენილვარ, (რომ გამოვჩენილიყავი ალბათ ეგეც დანაშაულად ჩამითვლიდა გესტაპოს პირმშო ფრაუ წითლიძე), ეს ფოტოები კი რომელიც ასე საგულდაგულოდ მოუძიებია გადაღებულია 2019 წლის 31 მარტს ზუგდიდში,ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე… ეს გველთევზა ეტყობა იმაზეა გულდაწყვეტილი “დუბინკებს” რომ არავინ აზუზუნებს ქუჩაში… რაც შეეხება ამ სტატუსში ნახსენებ პიროვნებებს დალი ლატარიას, მადონა მაქაცარიას ბუნებრივია ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით და რა გასაკვირია ნაცნობობაც რომ მქონდეს,ჯამბულ ბოკუჩავა მრავალი წელი იხდიდა სასჯელს შევარდნაძის გულაგებში და როგორც შემეძლო ისე მივდიოდი საპყრობილეში და უკანასკნელი ლუკმა მიმქონდა პოლიტპატიმრებისთვის…. რაც შეეხება გიორგი გამსახურდიას ის ჩემი პრეზიდენტის ვაჟია და არ მაქვს უფლება მასთან ურთიერთობის? გესტაპოს ფრაუ წითლიძე აცხადებს,რომ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ხელმძღვანელობს კულისებიდან შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა… აი, ამაზე კი ნამდვილად გამეღიმა, სად შემოსავლების სამსახური და სად ეროვნული მოძრაობის აქტივი… ლევან კაკავას ყველა მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ პატიოსან ადამიანად. თუმცა მე არასოდეს მქონია ჯერჯერობით ურთიერთობა მასთან, მაგრამ მჯერა საზოგადოების დადებითი განწყობის მისადმი!

არ ვარ ვალდებული არავის წინაშე ახსნა-განმარტებები ჩავაბარო, მეტის გაგრძელებას არ ვაპირებ, საზოგადოება და მათ შორის ზუგდიდის მოსახლეობის უმეტესობა დიდი ხანია მიცნობს და ყოველთვის ვგრძნობდი უდიდეს გულთბილ დამოკიდებულებას, ამ ქალაქის, რომელიც ძალიან მიყვარს!

ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ზვიად გამსახურდიას მომხრე!

ვარ და ვიქნები გიორგი გახარიას თანამდგომი და მხარდამჭერი სადაც არ უნდა იყოს!!!

ეს ფოტოები კი დიდი ისტორიის ნაწილია და საამაყოა პირად ჩემთვის! რაც დრო გავა მით უფრო გამოსაჩენს სტენდზე იქნება წარმოდგენილი!!!“ -წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები