გიორგი ჯანჯღავა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა

საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან ნადირ ალფასლანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, მხარეების მიერ განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლის ფარგლებშიც, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, ზემოაღნიშნული მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე​.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები