ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოვიდ 19-ის კიდევ 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ე.წ. რესპუბლიკაში რუსეთთან ე.წ. საზღვრის 15 სექტემბერს გახსნის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, პანდემიის დაწყებიდან კი, 227-მდე.
ამის შესახებ ე.წ.მთავარმა სანიტარმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.
ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი მკურნალობს.
წინა დღეებში, ე.წ.რესპუბლიკაში კარანტინზე ცხინვალში სამი სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა.
ასევე, შესაძლოა აფეთქებისთვის ბავშთა საავადმყოფოს ამზადებენ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 100 პაციენტის მიღებას შეძლებს.