ტრამპი ვირუსის ახალი ტალღის გამო, აშშ-ის ჩაკეტვას არ გეგმავს

აშშ-ში კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, შემზღუდავი ზომების დაწესება არ იგეგმება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თვის მიცემულ ინტერვიუში.

“არაფერს აღარ დავკეტავთ. ყველაფერი რიგზე გვაქვს”,- თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, ქვეყანამ დიდი გამოცდილება დააგროვა, ბევრი რამეა ცხადი დაავადების შესახებ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ცალკეულ შტატებში ინფიცირებულთა რიცხვის მატება შეინიშნება.

ტრამპის თქმითვე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში, შესაძლოა წლის ბოლოსთვის იყოს მზად. მისი თქმით, კომპანია Regeneron-ის პრეპარატით მკურნალობა – ეფექტურია.

16 ოქტომბრის მდგომარეობით, აშშ-ში 8 216 315 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს სულ 222 717 ადამიანი ემსხვერპლა; 15 270 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები